მართლა ციხეში არ დაამთავრო, ნუ ბედავ ამდენს, ნუ გაბლატავდი! – ნინო ჯანგირაშვილი კახა ბექაურს (ვიდეო)

“შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ნუ ბედავ ამდენს, ნუ გაბლატავდი! “-  ტელეკომპანია “კავკასიის” დრიექტორი ნინო ჯანგირაშვილი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურსპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

“სანამ მე ვარ მედიის სფეროს ზედამხედველი, თქვენი თავისუფლება არ შეიზღუდება. თქვენ ტყუილების თქმის უფლება მომავალშიც გექნებათ და არავინ კომისიის მხრიდან არ დაგსჯით”,  – მიმართა კახა ბექაურმა ნინო ჯანგირაშვილს.

“წესიერად ილაპარაკე, თორემ ტყუილებს გაჩვენებ ახლა. ვიღაც ობიიექტივ-მჯღაბნელები რომ გიზის, ჩემი გადახდილი ფულით და ხალხის გადახდილი ფულით რომ ტალახის შესხმაში ხელფასს უხდი, შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ფრთხილად იყავი, გაიგე? ნუ გაბლატავდი, უზრდელო შენა. თავხედი! ამდენი წელია ვითმენ ამის ბრიყვობას”, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის,   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა რომლის მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში ორი წლის ვადით სპეციალური მმართველები დანიშნოს.