მარიუპოლიდან ევაკუაცია ჩაიშალა, რუსებმა 200-მდე ადამიანი გაიტაცეს – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკო ინფორმაციით, ქალაქიდან ევაკუაცია ჩაიშალა და რუსებმა 200-მდე ადამიანი გაიტაცეს.  ევაკუაციისთვის შეკრებილ მოქალაქეებთან ოკუპანტები მივიდნენ და დაშლა მოსთხოვეს. შეკრებილებს უთხრეს, რომ იქნებოდა დაბომბვა და აიძულეს ჩამსხდარიყვნენ ავტობუსებში. ამის შემდეგ კი მოტყუებითა და იძულებით, ოკუპირებულ დოკუჩაევსკში გადაიყვანეს.

”ჩასხდომის შემდეგ, მარიუპოლის მოსახლეობას უთხრეს, რომ „ევაკუაცია“ მხოლოდ დოკუჩაევსკში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდებოდა. ხალხს ავტობუსიდან გადასვლის უფლება არ მისცეს. კითხვაზე, რატომ, უპასუხეს, რომ „ნაციონალისტებმა ევაკუაციის პუნქტს ესროლეს”. ანუ მორიგი ტყუილი. ” წერს ანდრიუშჩენკო