მარიუპოლის მცველებს საბრძოლო მასალით ვეღარ ვეხმარებით – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ შეუძლებელია მარიუპოლის მცველებისთვის დახმარების მიწოდება.

უკრაინელი გენერლის, ოლექსი გრომოვის თქმით, გრძელდება აზოვსტალის ქარხნის ბლოკირება და მისი დაბომბვა.

“ამ რაზმებთან კონტაქტი შენარჩუნებულია. არაერთხელ იქნა მიტანილი საბრძოლო მასალა და დახმარება ამ ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მანამ, სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ამის შემდეგ მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა და დამცველთა დახმარება შეუძლებელი გახადა”,– განაცხადა მან ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, ამჟამად მარიუპოლის სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია.