მარიუპოლის შემდეგ რუსეთი ოპერაციას, სავარაუდოდ, დონბასში გადაიტანს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ თუ რუსული სამხედრო ძალები მოახერხებენ და ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლზე კონტროლს აიღებენ, ოპერაციას დონბასში გადაიტანენ. შესაბამის ინფორმაციას დაზვერვა, Twitter-ზე ავრცელებს.  ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, სავარაუდოდ მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში 1 700-მდე უკრაინელი სამხედრო დანებდა ხოლო ქარხანაში უკრაინელი  სამხედროების გაურკვეველი რაოდენობა რჩება.

„რუსი მეთაურები, წნეხის ქვეშ არიან, რომ დემონსტრაციულად მიაღწიონ ოპერაციულ მიზნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სავარაუდოდ სწრაფად გადაანაწილებს საკუთარ ძალებს, ადეკვატური მომზადების გარეშე, რაც მომავალი გამოფიტვის რისკებს ქმნის“- აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.