მარიუპოლში, უკრაინელების წინააღმდეგობამ რუსეთს დიდი დანაკარგები მოუტანა – ბრიტანეთის დაზვერვა

მარიუპოლში, უკრაინელების წინააღმდეგობით რუსეთის მხრიდან ქალაქზე კონტროლის მოპოვების უნარი შესუსტდა და რუსულ არმიას დიდი დანაკარგები მოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

„ეს ძალები, სავარაუდოდ, მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ მოხალისეებს ისე ეროვნული გვარდიის დანაყოფებს, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებიან.

კადიროვი, სავარაუდოდ, ახლოდან აკვირდება სამხედროების განთავსებას, მაშინ როცა მისი ბიძაშვილი, ადამ დელიმხანოვი სავარაუდოა, რომ მარიუპოლში ჩეჩნების საველე მეთაურის როლს ასრულებდა“, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.