მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.