მარნეულში ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულ „გირჩის“ წევრს ტვინის შერყევა აქვს

სოფელ ყიზილაჯლოს 83-ე უბანში “გირჩის” წევრი, ირაკლი ქველაძე სცემეს. “მთავარის” ინფორმაციით, ქველაძეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, სცემეს. ირაკლი ქველაძე მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის წევრია.

“ავერსის” კლინიკის ექიმი ნინო გოგიძე დაშავებულზე განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მას ტვინის შერყევა აქვს.

“მამაკაცი სასწრაფო დახმარებამ შემოიყვანა, უგონო მდგომარეობაში არ იყო, როგორც თვითონ თქვა, ჩხუბის დროსაც არ დაუკარგავს გონება. მისი გადმოცემით, თავს დაესხნენ და ამ დროს მიიღო თავის ტრავმა, კვლევები გაკეთდა, თავის ტვინის შერყევაა, ახლა ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობას აგრძელებს. ჭრილობები არ აქვს, პატარა ესკორაციები და ყვრიმალების არეში შეშუპება “, – განაცხადა გოგიძემ.