მარტვილში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, როზა ჯანაშიას თქმით, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

მისი განმარტებით, 31 წლის ქალის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა PCR ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალი PCR ტესტის პასუხამდე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.