“ვაქცინაციის მარათონის დროს ველისციხეში გახლდით და იქ შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რთველი მთავრდებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა და ახსნა-განმარტება ვაქცინაციაზე. შემდეგ გვითხრეს, რომ ვენახში ჩავსულიყავით. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ. შემდეგ გვითხრეს, ჩვენი საკუთარი შატო გვაქვსო. მართლაც, ძველი შატო იყო, ძველი ქვევრებით, მე-19 საუკუნის და უფრო ძველი. ასევე გვითხრეს, კახური შოთი და გუდის ყველი გაგვესინჯა. ამას მე “კახურ ფურშეტს” ვეძახი-ხოლმე მე ამას.

თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და უარი არ ვუთხარით, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით… შეიძლება ქართველს ქეიფი არ უყვარდეს?! გააჩნია ვის წრეში… სამწუხაროდ, მასპინძელმა შემდეგ სიტყვა გატეხა, ვთხოვეთ მათ, რომ მე-19 საუკუნის ხელსაწყო, რომელიც ფოტოში ჩანს, გვითხრეს, ჩვენთან ტრადიციააო, თუ ცნობილი სახე მოდის, ამას აკეთებსო. იქვე ვუთხარი, კიბატონო, მაგრამ ერთი პირობით, თუ შეიძლება, სურათი არ იყოს გადაღებული-მეთქი. შემპირდნენ რომ არაო და…”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფოტოებზე, რომელიც “სტუდია მონიტორმა” გაავრცელა. კადრებზე ასახულია ამირან გამყრელიძის და მისი თანამშრომლების მიერ რეგულაციების დარღვევა.