მასწავლებლების და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლების 65% აცრილია

თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების 65% აცრილია. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მთელ საქართველოში ჩატარდა 1 715 073 აცრა. ორივე დოზით აცრილია 751 410 ადამიანი.