“მე მინდა მოგიწოდოთ მთავრობავ, ნორმალურად მოიქეცით. 30-ში იქნება არჩევნები და ზუგდიდელები თქვენ დაგანახებენ ძალას და ვის მისცემენ ხმას, ნახავთ. გთხოვთ, კაცურად, ოჯახიშვილურად მოიქეცით, ნუ ხართ დაბოღმილები, გამხეცებულები. რას კადრულობს პრემიერმინისტრი, მე მრცხვენია რომ ის ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრია, რაებს ბოდავს.

დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მაღურალიო მერიაში ამბობენ, მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ და კიდევ დიდხანს გავაკეთებ დიდ სიკეთეს ჩემი ქალაქისთვის. ჩემს ზუგდიდს დავუბრუნებ იმ სიყვარულს, იმ გაგებას, იმ პატივისცემას, იმ განათლებას და მატერიალური ცხოვრების მაღალ დონეს.

თქვენ [ხელისუფლება] ხალხს აბულინგებთ და ამბობთ, რომ ბუნებრივი რესურსები არ გაგაჩნიათ. არაფერი არ გაგაჩნიათ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და 1-2 წელიწადში დაგანახებთ, თუ რა შეუძლია ხალხს. ძალა ერთობაშია”

თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ.