მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ამ წუთებში, ბათუმში მაშველებმა 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 ადამიანის, 1 ბავშვის და 2 მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე არ გაკეთებულა არც ერთი ოფიციალური განცხადება შესაბამისი უწყებებიდან. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თუმცა ის კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს, ასევე ვერ აზუსტებს იმ ადამიანების ზუსტ რაოდენობას, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.

ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან 81 წლის ქალის ცხედარი ამოასვენეს. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.