მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ისინი დედა-შვილი არიან.

13:15 საათისთვის : შენობიდან ამოყვანილია 9 ადამიანი, 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს ხოლო 7 ადამიანი გარდაცვლილია.

სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.მაშველებმა  ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.