მაშინვე გაუკეთდა ადრენალინი – ექიმი გარდაცვლილ 27 წლის ექთანზე

“მაშინვე გაუკეთდა ადრენალინი “- ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 27 წლის მედდას პირველადი დახმარება აღმოუჩინა აცხადებს, რომ  პაციენტს ადრენალინი გაუკეთეს.

“მშვენივრად იყო, ინტერვიუც ჩაიწერა, 25 წუთში შეუძლოდ გახდა, ზოგადი სისუტე და რაღაც ქავილი, თითქოს მექავებაო. მაშინვე, ამას ვადასტურებ, გამზადებული შპრიცი, ბარძაყზე გაკეთდა, მაშინვე, ადრენალინი, 0,5 გრამი. გავუკეთეთ კათეტერიზაცია და ჩატარდა დესენსიბილაციის პრეპარატები, დიმედროლი, სუპრასტინი”, – თქვა ექიმმა, ვიოლეტა ინასარიძემ.