მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის, რა თემაზე უნდა ვედებატო? – კალაძე მელიას პასუხობს

“მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის, რა თემაზე უნდა ვედებატო? “- ასე პასუხობს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძეი საკუთარ ოპონენტს, ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელმაც მას ღია დებატები შესთავაზა.

“მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი”, – თქვა კახა კალაძემ.