მაჭარაშვილი: მელია დილემის წინაშე დააყენეს – გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ლელოს ინიციატივა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით, შეთანხმებასთან წინააღმდეგობაშია.

მისივე თქმით, ნიკა მელია გულგატეხილია, რადგან მიხვდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოიყენა.

„ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს – გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია. რაც შეეხება “ლელოს” მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომ” ხელი მოაწერა.

საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არამხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.