მდინარაძე: ვულოცავ ოპონენტებს, არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად აღიარეს

უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ლელოს და 3 ოპოზიციონერ დეპუტატს მიულოცა ფრაქციის შექმნა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

მისივე თქმით, ოპონენტებმა ბარიერი გადალახეს და არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად აღიარეს.

“მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივულოცო, რომ დღეს როგორც იქნა გადალახეს რაღაც ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა, რომ მართალია ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ. ისინი მართალი ერთ ფრაზას ჩამოეკიდნენ, სადაც საუბარი იყო განცხადებიდან ამოღებულ ფრაზაზე არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვართან დაკავშირებით, თუმცა მაინც აღიარეს და ეს მოხდა პირველად”,– თქვა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.