ხუთშაბათი, 2 მაისი , 2024, 12:35

მდინარე ალაზანში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე ალაზანში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში, მეთევზე წყალში შევიდა და გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც კახეთის სამშველო ჯგუფები, ისე თბილისის სწრაფი რეაგირების განყოფილების მყვინთავები. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია.

გუშინ მამაკაცი მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა  ვეღარ შეძლო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა