გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე, მდინარე ალაზანში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გზის მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ავტომობილი მდინარეში ჩაიყოლა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,” – წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.