მეგობარო, გირჩევდი, გადაიხადო გირაო, მაინც არაფერი გამოგდის – ზარქუა ნიკა მელიას

ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მეგობარს უწოდებს და გირაოს გადახდისკენ მოუწოდებს.

“მინდა მივმართო ნიკანორ მელიას. მეგობარო, კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი, რომ შენ ჩადგე ქვეყნის სამსახურში, შეეშვი ამ პროვოკაციებს, შეეშვი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მაინც არაფერი გამოგდის. მე გირჩევდი, რომ გადაიხადო ის გირაო, გამოხვიდე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს”,- ამბობს ზარქუა იმედის ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ ნიკა მელიას შესთავაზა, გირაო გადაიხადოს და ისინი სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ. მელიას ადვოკატების შეფასებით, ეს სამართლებრივი ნონსენსია.