მეგრელიშვილის იარაღი მისი ლოგიკა და საუბრის მანერაა – ვოლსკი

“მეგრელიშვილს იარაღი არ სჭირდება, მისი იარაღი არის მისი ლოგიკა და საუბრის მანერა.”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპტატი, გია ვოლსკი, პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. 

“არ არის ახალი ამბავი, თქვენგან არ გამიგია ეს ამბავი, ვიცი, რომ ეგეთი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ მერე შევაფასებ.

იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი არის მისი ლოგიკა და მისი საუბრის მანერა და მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. მას იარაღი არ სჭირდება სიტყვაა მისი იარაღი” – განაცხადა ვოლსკიმ.