მეგრელიშვილი: ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ არ დგას

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების რეგულაციებს მშვიდად ემორჩილებოდა, ამიტომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ არ დგას.

“ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ცოტა ხნის წინ ისეთი კრიზისი იყო, რომ საერთო ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა იგივე პოლიტიკური სპექტრი ძალიან მშვიდად ემორჩილებოდა იგივე ხელისუფლების გამოცემულ ნებისმიერ შემზღუდველ აქტს. დაწყებული კორონარეგულაციებიდან, ხშირად ოპოზიცია მოუწოდებდა… ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ზოგადად ხელისუფლების ლეგიტიმურობა არ დგას ეჭვის ქვეშ”,- ამბობს მეგრელიშვილი TV პირველთან საუბრისას.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საპარლამენტო სურათი არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ გირჩი იწყებს საკუთარ თავზე ზრუნვას, რომ “ფილტრის ფუნქცია” შეასრულოს, რათა საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს.