მედგიდის ახალი ჯგუფიც დაიბლოკა

Facebook-ჯგუფის, მედგიდის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, მედგიდის ახალი ჯგუფიც დაიბლოკა. ჯგუფი ამჟამად Facebook-ზე აღარ იძებნება.

“მედგიდის ახალი ჯგუფიც დაგვიბლოკეს, კომენტარს ვერ ვაკეთებ”, – წერს ნუცა ზურაბიანი.

წინა ჯგუფი 9 აგვისტოს დაიბლოკა, რის შემდეგაც ექიმებმა ახალი ჯგუფი შექმნეს.

მაშინ მედგიდის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ ჯგუფი დაიბლოკა მიზანმიმართული შეტევის შედეგად.

“არ მინდა ცილისწამება, მაგრამ ალბათ ვიღაცის ინტერესები გადავკვეთეთ და მიზანმიმართული შეტევის შედეგად ამ ეტაპისთვის “მედგიდი” აღარ არსებობს”,– თქვა ჯაფარიძემ.