იონათამიშვილის თქმით, მედიაზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა, რაც ენმ-ს ინტერესშია

“ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა კი ნაციონალურ მოძრაობისა და რუსეთის ფედერაციას ინტერესშია.

“თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე ნიშნავს თავდასხმას დემოკრატიაზე და საზოგადოებაზე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეაგირება იქნება სამართლიანი და ძალიან სწრაფი. რაც შეეხება იმას, თუ ვის ინტერესშია ქართულ დემოკრატიას გამოუთხაროს ძირი, ასეთი ორი სუბიექტია – ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის შიგნით და რუსეთის ფედერაცია ქვეყნის გარეთ”,– ამბობს იონათამიშვილი “იმედის” ეთერში.

გუშინ თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53 ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.