მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მიეცით მუშაობის საშუალება – კახა კალაძე

“მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია, მუშაობის საშუალება”-  თბილისის მერი კახა კალაძე გმობს ძალადობას რომელიც დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში ხდება. მისი თქმით, დაუშვებელია ძალადობა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

“მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.

ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება.”-