”მე ნიკა მელიას ადგილად გადავხედავდი საერთოდ ამ გადაწყვეტილებას, მივიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. როცა პარტიის თავმჯდომარეების 52 ხელმოწერა იყო და, მგონი გაიზარდა ეს რაოდენობაც, ამბობს, რომ ცვლილებებია პარტიაში საჭირო და ვადამდელი არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს ხომ მას? როცა პარლამენტის 10 წევრი იგივეს ამბობს, რომ ცვლილებებია საჭირო პარტიაში, როცა საკრებულოს ასობით წევრი ასე ფიქრობს, მე მგონია, რომ ამის შემდეგ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნიკამ, რომ არათუ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ ცვლილებებს დაუჭიროს მხარი, ნახოს ისეთი კანდიდატი, რომელიც იქნება პარტიაში და მას დაუდგეს გვერდით. ჩვენ რა, მას არ ვედექით გვერდით და არ ვიბრძოდით მასთან ერთად, ჩვენ მხარდაჭერა დავაკელით პარტიის თავმჯდომარეს? მე არ მგონია, რომ ასე იყოს. მეტიც, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ნიკა მელიას დიდი მხარდაჭერა ჰქონოდა, პარტია წინ წაეყვანა, თუმცა არ მოხდა ასე, რა მოხდა – იყო პერიოდი, როდესაც ძალიანაც აქტიური იყო, ძალიანაც სწორადაც მუშაობდა. ლიდერი უნდა იყოს გამაერთიანებელი, მე ასე მესმის. როცა ლიდერი ვერ აერთიანებს და ლიდერს, პარტიის თავმჯდომარეს ამდენი პრობლემა აქვს, მე მგონია, რომ ის სხვას უნდა დაუდგეს გვერდით. ”

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი.