მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღესვე მიმართავს

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მისი თანამდებობისა და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. საპარლამენტო იმუნიტეტი ინდულგენციას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის. დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს შესაბამისი სასამრთლო სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“,-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.