“დააკვირდით, ნიკანორ მელიას ნაციონალური მოძრაობის ოფისში აღარ მიესვლება. ბრიფინგი არ ჩაუტარებია ნაცმოძრაობის ოფისში, გამოკეტილია ლელოს ოფისში და იქიდან გვესმის ის საუბარი, რასაც ის ესაუბრება არა ოპოზიციურ კანდიდატებს, არამედ როგორც ჩანს ლელოს მხარდამჭერებს. ლელოს რა პროცენტული მაჩვენებელიც აქვს ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ვის ესაუბრებიან მუქარის ტონით? ჩვენს საზოგადოებას?”

თქვა ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა იმედის ეთერში.