“ნიკა მელიას ვერ პატიობენ მის შეუპოვარ, დაუღალავ ბრძოლას საქართველოს გათავისუფლებისთვის ავტორიტარული კლანჭებიდან. ეს ზღაპრები, სპარსული ზღაპრებისგან განსხვავებით, არის ავტორიტარული ზღაპრები. ამ ჟანრისაა. შესაბამისად, სუს-ში მოუყვნენ ერთმანეთს. შესაბამისად, მელიას დაბარება და სავარაუდოდ დასჯა, მხოლოდ ამასთან არის დაკავშირებული”

ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი ნიკა მელიას სუს-ში დაბარებას. ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, “სახელმწიფო გადატრიალების” საქმეზე უწყებაში მისვლას არ აპირებს.