“ვიღაცა იქ სუს-ის დეპარტამენტის რომელიღაცა ხელმძღვანელი უბრალოდ ახლა თვლის საჭიროდ და ასეთ იშტაზე გაიღვიძა, რომ ახლა მე არაფრის გამო დამიბარონ სუს-ის შენობაში, ახლა მე მაპატიონ და ამ ფუფუნებას ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ და მე გამორიცხულია ამ აბსურდულ, უბრალოდ სამარცხვინო, ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე მომიტანენ, ალბათ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუს-ის შენობაში მისვლით, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ. ისინი ვერ მიხილავენ მათ შენობაში. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან, მათ ამ არაკონსტიტუციურ, ღირსებაშემლახველ მოთხოვნას თუ ვაკმაყოფილებ, ეს ნიშნავს, რომ ამ სტანდარტის დაწესებაში ხელს ვუწყობ, ხელს არ შევუწყობ. ამ სისულელეში მე მონაწილეობას არ მივიღებ, თუ კითხვები აქვთ, გამოვიდნენ და საჯაროდ გავცემ პასუხს. არ მივალ, დიახაც. ამ საქმის ფარგლებში არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას, იმიტომ რომ სახელმწიფო გადატრიალებას გვედავებიან მეხუთეჯერ და მეექვსეჯერ”

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში. გუშინ მან განაცხადა, რომ თავისივე განცხადებების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ “სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე”.