მელია თვითონვე ჰყავთ ძალით ჩასმული ციხეში – ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხეში ოპოზიციას ჰყავს ჩასმული. მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს.

“აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება, როდესაც მელია ჰყავთ ძალით ჩასმული თვითონვე ციხეში, იმიტომ, რომ რამენაირად მოახერხონ, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აწიონ. ეს არის მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი.

საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას? ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს 13:00 საათზე ოპოზიცია ფილარმონიიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას გამართავს. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.