მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, ოკუპანტები მას აწამებენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტივოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული  მელიტოპოლის  მერი ცოცხალია, თუმცა მას აწამებენ.

“ჩვენ ვიცით, რომ ის ცოცხალია. დღეს 2 ათასი ადამიანი გამოვიდა მელიტოპოლის ქუჩებში, რომელიც დროებით ოკუპირებულია. ოკუპანტები მერს აწამებენ, უნდათ ათქმევინონ, რომ რუსული ჯარის დანახვით კმაყოფილია. მათ ვიდეოს გადაღება სურთ. ასეთი ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ტერორისტული აქტია…”, – განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.