მელიტოპოლში პარტიზანებმა ოკუპანტების ჯავშანმატარებელი ააფეთქეს

ზაპოროჟიის რეგიონის თავდაცვის შტაბმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ მელიტოპოლში, სავარაუდოდ უკრაინელმა პარტიზანებმა ააფეთქეს რუსი ოკუპანტების ჯავშანმატარებელი.

ჯავშანმატარებელი ლიანდაგზე ასაფეთქებელ მოწყობილობაზე გადავლისას აფეთქდა.

“მატარებელი 10 ვაგონისგან შედგება, აფეთქება ვაგონის ქვეშ განხორციელდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა რკინიგზის ორი ლიანდაგი. ჯავშანმატარებელი გააჩერდა, ასევე გაჩერდა ლოკომოტივი საწვავის 10 ავზით, რომელიც მიჰყვებოდა ჯავშანმატარებელს“, – აცხადებენ შტაბში.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ქალაქში სროლაც მოხდა.