არჩევნების მე-2 ტურზე აქცენტს გავაკეთებთ ოპონენტების დახასიათებაზე – წილოსანი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინი წილოსანი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე მმართველი პარტია პროგრამის წარდგენის ნაცვლად, ოპონენტების “ღეალური სახის წარმოჩენაზე” გააკეთებს აქცენტს.

“შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველს, რომ მეორე ტურისას თქვენ კიდევ ერთხელ უნდა უთხრან უარი აგრესიულ, რევოლუციურ და ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას.

განსხვავებით პირველი ტურებისგან, სადაც ძირითადად წარვადგენდით ჩვენს პროგრამას, დღეს კიდევ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ჩვენს ოპონენტებზე საუბარზე, მათ დახასიათებასა და მათი რეალური სახის წარმოჩენაზე”,– ამბობს წილოსანი.

ამავეს ამბობენ ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც. მამუკა მდინარაძის განმარტებით, მათი ახალი სტრატეგიის მიზანია, ნაციონალურ მოძრაობის წარსული ცოდვები საზოგადოებამ გაიხსენოს.

თვითმმართველობის არჩევნები 5 თვითმმართველ ქალაქში და 15 თვითმმართველ თემში 30 ოქტომბერს გაიმართება.