მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო – ადგილზე დაპირისპირებაა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ამ წუთებში მერია უკანონო შენობების დემონტაჟს ახდენს. ადგილზე მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა და მობილიზებულ ტექნიკას ქვები დაუშინა. პოლიციამ დაახლოებით 5 აქტივისტი დააკავა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ სხვა საცხოვრებელი მათ და მათ შვილებს არ გააჩნიათ. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.