მერიამ ორხევის დასახლებაში სახლები დაანგრია – 7 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. დემონტაჟის პროცესი დღეს,  28 იანვრის დილით დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ გაფრთხილებულები იყვნენ, მაგრამ მათ მეტი საცხოვრებელი არ აქვთ, ამიტომ არ იციან სად უნდა წავიდნენ.

“ჩვენ არ გვყავს რეალურად მთავრობა, რომლესაც აქვს ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ამნაირ პირობებში ადამიანებს ესე ექცეოდე, იმ დროს როდესაც საცხოვრებელი არ აქვს და ცალხელა კაცს თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის გენოციდი ერის, იანვარია, გარეთ აგდებენ ამ ყინვაში ხალხს. როგორ გძინავთ სახლში მეგობრებო? სახლში როგორ ზიხართ? რა გაძლევთ ამის საშუალებას, რომ კომფორტის ზონიდან გვიყუროთ დღეს ჩვენ?”, – ამბობს უფლებადამცველი.