Deprecated: ფუნქცია jetpack_form_register_pattern მოძველებულია ვერსიიდან jetpack-13.4! ამის ნაცვლად გამოიყენეთ Automattic\Jetpack\Forms\ContactForm\Util::register_pattern. in /home/cld9-5305/web/newsreport.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 6031
მესამე ტალღის პიკი გადავლილია -ამირან გამყრელიძე | newsreport.ge
ოთხშაბათი, 8 მაისი , 2024, 06:46

მესამე ტალღის პიკი გადავლილია -ამირან გამყრელიძე

“მესამე ტალღის პიკი გადავლილია”- განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

“ზოგადად, რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია და დღეს ჩვენ ქვეყანაში ეპიდსიტუაციას ტენდენცია გაუმჯობესებისკენ აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მით უმეტეს, რომ 1-ლი ივნისიდან მთელ რიგი შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყენაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და სხვადასხვა მოშორებული ქვეყნებიდან. აუცილებელია, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა, მკაცრად იქნეს დაცული” – განაცხადა გამყრელიძემ.