მესმის გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ, მაგრამ რაც ხდება გადაიქცა საშიშ ანგარიშსწორებად – ედუარდ სააკაშვილის მიმართვა ხელისუფლების მხრდამჭერებს

“მესმის გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ, მაგრამ რაც ხდება, გადაიქცა საშიშ ანგარიშსწორებად”- მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლების მხარდამჭერებს მიმართავს.

“მოგმართავთ შვილი, რომელიც ხედავს რომ მამამის ემუქრება საფრთხე. როცა მამაჩემი დააკავეს გულწრფელად ვფიქრობდი რომ შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს, მოექცეოდნენ ღირსეულად და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მე პირადად დავრჩი გაოგნებული. ჯერ კლინიკაში არ გადაყვანით, ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მივმართავ ხელისუფლების მხარდამჭერებს, მე ვიცი რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის რომ გაქვთ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა რომ მოვიდეს დრო, როცა საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეფასებს წარსულს, მაგრამ ის რაც ახლა ხდება გაცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა საშიშ მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა საუკეთესო შემთხვევაში გულგრილობა და უარეს შემთხვევაში განზრახ მკვლელობა. ხელისუფლებას შეუძლია რამდენიმე ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს. ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. “- აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.