მესმის, რა ძნელია, როცა შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს – ხაჩიძე ზურაბ ჯაფარიძეს

გირჩის ერთ–ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე გირჩში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

მისი თქმით, იცის, გირჩში რა პრობლემებიც იყო და როგორ ცდილობდა მათ მოგვარებას ჯაფარიძე.

“გირჩი – სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი. ”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.

მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ; ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს. მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს… ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!”,– წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის,ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აზრთა სხვადადასხვაობა პარლამენტში შესვლა–არშესვლას არ ეხება.