მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ipn–თან პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ დაუდასტურა.

“იყო პნევმონია, საშუალო მიმდინარეობის მეუფესთან. 3 თუ 4 იანვარს დაუდასტურდა”. – ამბობს შარტავა.

მისივე ინფორმაციით, მეუფე ანტონს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.