მეუფე იაკობი ოპოზიციას: შედით, თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდეს და თუ “უფალი ინებებს არჩევნები ვადამდე ჩატარდება”.

“კეთილი უნდა ინებონ და ქართველებს როგორც გვინდა – შედით და კანონებიც მიიღეთ. როცა მოემზადებით ცვლილებისთვის, თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში, მაგითაც არაფერი არ მოხდება. ნუ აკეთებთ ჩვენი მტრების საქმეს. რამდენ ნაწილად გინდათ გახლიჩოთ საქართველო?”,– თქვა მან ქადაგებისას.

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას რუსულ საქმედ მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით არ ეომება საქართველოს რუსეთი.