მეუფე იაკობმა სახალხო დამცველს ხატი აჩუქა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა  იაკობმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საჩუქრად ხატი გადასცა.

სახალხო დამცველისა და მეუფე იაკობის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას თქმით, შეთანხმდნენ, რომ შემდეგ კვირაში პანსიონში ერთად ჩავლენ.

“ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო ისე განვითარდება მოვლენები.

რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს – ვაპირებთ რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ”,– თქვა ომბუდსმენმა.