მეუფე ნიკოლოზი, შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა, რადგან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – ბოკერია

მეუფე ნიკოლოზი, შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა, რადგან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მარაზმს უწოდებს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის იდეაზე მსჯელობას.
“სიტყვა მარაზმი თუ რამეს შეეფერება არის ეს, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ამ წინადადებაზე. იქ ვიღაცები აქებენ. მეუფე ნიკოლოზი, რომელიც შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისიდან დაწყებული, ყველაფრით გაგრძელებული, ახლა, რახან სააკაშვილზე კაი რამე თქვა, უცებ გმირია.

სერიოზულად უნდა განვიხილოთ და მერე კობახიძის კომენტირება მოვახდინოთ, მონასტერში უნდა გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი საქართველოს პრეზიდენტი?! ეს არის გაშარჟება იმ სერიოზული პრობლემის, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია”, – განაცხადა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.