მეუფე ნიკოლოზმა რუს დეკანოზთან ერთად მოსკოვში ლიტურგია აღავლინა

18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, მეუფე ნიკოლოზმა რუს დეკანოზთან, ნიკოლაი ბალაშოვთან ერთად მოსკოვის ეკლესიაში ლიტურგია აღავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მედია ავრცელებს. რუსი დეკანოზი, ნიკოლაი ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ის აცხადებს, რომ მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქართული მართლმადიდებლური საზოგადოება სულიერად იკვებება.