მეწყერში მოყოლილია 3-4 ამერიკის მოქალაქე.. სამაშველო ჯერ კიდევ არ მოსულა – ადგილობრივი შოვიდან

რაჭაში, შოვში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის, ამერიკის მოქალაქეებიც არიან. მათი თქმით, უკვე საათნახევარია ადგილზე მაშველებს ელოდებიან.

“ჯერ მხოლოდ რეკავენ – სახანძრომ, პოლიციამ დამირეკა. მე ამერიკის საელჩოში დავრეკე, რადგან 3 თუ 4 ამერიკის მოქალაქეა. [სამაშველო] მოდის, ერთადერთი ინფორმაცია, საათნახევარი გავიდა უფრო მეტი თუ არა”, – ამბობს ადგილობრივი “მთავართან”

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერმა 16 ადამიანი მოყიოლა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.

მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.