მე, ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არ გამოვრიცხავთ, რომ თბილისში ვიყაროთ კენჭი – ელისაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მან, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ შესაძლოა თბილისის მაჟორიტარებად იყარონ კენჭი.

ელისაშვილის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი, თუ კენჭისყრის გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ საბურთალოს ოლქში იქნება.

“ჩვენს ახალ პლატფორმაში შემავალი ადამიანები – მე, ლევან კობერიძე, ანა დოლიძე – ვფიქრობთ და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება, ჩვენ სამის კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დავაყენოთ. მე თუ დავდგები მაჟორიტარად, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე იქნება, ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან დაკავშირებით ვმსჯელობთ”,- განაცხადა ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.