მე და მდინარაძეს [მოლაპარაკებებზე] ერთი ათეული საათი გვაქვს გატარებული – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას და ქართული ოცნების წევრს, მამუკა მდინარაძეს ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე 10 საათზე მეტი აქვთ გატარებული.

“თქვენ იცით მე და მდინარაძეს რამდენი საათი გვაქვს გატარებული [მოლაპარაკებებზე]? მაგრამ ჯერჯერობით ესაც უშედეგოდ დასრულდა. ყოველ შემთხვევაში ერთ ათეულ საათზე მეტი ნამდვილად.

ნუ, ბატონ დანიელსონს ვერ შევედრებით, 64 საათი ნამეტანია. მე ვფიქრობ, რომ მთავარია ჩვენ მივიდეთ რაღაც ტიპის შეთანხმებამდე და კიდევ ერთ 64 საათს ავიტანთ, ყველა მზად არის ამისთვის”,– თქვა ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ დანიელსონი ალბათ დარწმუნდა, რომ როგორც პირველი 64 საათი გაატარა, ისე აღარ უნდა გაატაროს და მიდგომები შეცვალოს.