“მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი“–გამოჯანმრთელებული პაციენტი ექიმებს მადლობას უხდის

80 წლის გიული ურუშაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მადლობას უხდის ექიმებს, რომლებმაც მისი თქმით თავდაუზოგავად იმუშავეს:

“მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი.10 დღეღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს. ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ.
მეგობრებო, გავუფრთცილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში.“– წერს გიული ურუშაძე ფეისბუქ გვერდზე.