მე ვისზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით 2 კვირის წინ – ჯაფარიძე ვაშაძეზე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა შიდა პარტიული “ამბავია”.

“არ ვიცი, რამდენად შეიტანს დისონანსს, ერთი რაშიც ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა არ ვიცი, ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული ამბავია და ხდება ეგეთი რაღაცები. მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ”,– ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.