მე ვფიქრობ რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს – კახა კოჟორიძე

“მე ვფიქრობ რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს “- ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა წევმა კახა კოჟორიძემ TV კავკასიის გადაცემაში, “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” განაცხადა. როგორც კოჟორიძე აცხადებს, ეს საქმე არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ პირევს და ეხება მთლიანად ქვეყანას რადგან ” არც ერთ საერთაშორისო ინვესტორს არ ექნება სტაბილურობის განცდა, როდესაც სასამართლო უსამართლო გადაწყვეტილებას მიღებს”.

“მე არ მაქვს პოზიტიური პროგნოზი, ვფიქრობ რომ დააპატიმრებენ, პირდაპირ ვამბობ და მაპატიონ ბადრიმ და მამუკამ და მისმა ოჯახის წევრებმა.  მაგრამ ჩემი მხრიდან ამის თქმა მძიმეა. მესმის მე იმ რეალობის რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, ეს არ არის მარტო მამუკა ხაზარაძის,  ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა. ბევრი განზომილება აქვს, ერთია სამართლებრივი განზომილება, პოლიტიკური განზომილება,  ეკონომიკური განზომილება აქვს ამ საქმეს და რომელი ინვესტორი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში როდესაც ასე იქცევა სასამართლო? არც ერთ საერთაშორისო ინვესტორს არ ექნება სტაბილურობის განცდა როდესაც სასამართლო უსამართლო გადაწყვეტილებას მიღებს.” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.